სამხრეთ კორეის პოლიცია ქვეყნის შვიდ საფინანსო ორგანიზაციაზე განხორციელებულ კიბერშეტევებს იძიებს. თავდასხმების შედეგად მომხმარებელთა მონაცემები გაჟონა. დაზარალებულებს შორის არიან ქვეყნის უმსხვილესი ბანკები - Hana Bank, KB Kookmin Bank და Shinhan Bank.

პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ზოგიერთი თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული და მთავრობას საქმის სწრაფი გამოძიება და შესაბამისი რესურსების მობილიზება დაავალა.

Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის საფინანსო კონტროლის სამსახურმა კიბერშეტევებთან დაკავშირებული 28 IP-მისამართი გამოავლინა, რომლებიც აშშ-ში, იაპონიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია რეგისტრირებული.