Emirates-მა TIME-ისა და Statista-ს თანამშრომლობით შედგენილი „მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების 2027 წლის სიაში“ პირველი ადგილი დაიკავა. ეს არის პირველი ერთობლივი რეიტინგი, რომელიც აღიარებს იმ გადამზიდავებს, რომლებმაც მიაღწიეს მაღალ შედეგებს მომხმარებელთა მომსახურებისა და ოპერაციების სფეროში.
ავიაკომპანიამ პირველი ადგილი ერთდროულად ორ კატეგორიაში დაიკავა - „ფასის და ხარისხის საუკეთესო შესაბამისობა“ და „საქმიანი მოგზაურობები“, ასევე მაღალი ქულები მიიღო რამდენიმე სხვა ნომინაციაში.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მოგზაურები ყველა კონტინენტიდან, რომელთაგან თითოეულმა შეაფასა ხუთამდე ავიაკომპანია, რომლითაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ისარგებლეს. კრიტერიუმები მოიცავს სალონის კომფორტს, მომსახურების ხარისხს, გართობას და ბორტზე კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობას, საკვებსა და სასმელს, ფასისა და ხარისხის შესაბამისობას და ოჯახებისთვის განკუთვნილ ფუნქციებს.
TIME-ის მიხედვით, 2027 წლის 10 საუკეთესო ავიაკომპანია:
Emirates;
Qatar Airways;
Air New Zealand;
Singapore Airlines;
Cathay Pacific Airways;
Delta Air Lines;
South African Airways;
China Southern Airlines;
Air China;
American Airlines.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე