Amazon.com Inc.–ს თავის პირველ საზღვარგარეთულ ბაზარზე გამოაქვს Amazon Autos, თავისი სერვისი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ მანქანები მის პლატფორმაზე. Amazon-ის ცნობით, სერვისი დიდ ბრიტანეთში 2027 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

Hyundai იქნება პირველი ავტომობილის ბრენდი, რომლის შეძენაც ქვეყანაში ამ სერვისის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

კომპანიის ცნობით, Amazon Autos-ის პლატფორმა მყიდველებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში დაათვალიერონ დილერების მარაგი, წინასწარ მიიღონ ფასები, მყისიერად მიიღონ გაცვლითი ავტომობილების შეფასებები, დაუკავშირდნენ ადგილობრივ დილერებს და დაჯავშნონ ავტომობილები.

პლატფორმაზე წარმოდგენილი იქნება Hyundai-ს IONIQ ხაზი, ასევე i20 და KONA მოდელები. Amazon სერვისის გაშვებამდე გამოაცხადებს პროგრამაში შემოერთებული დამატებითი ბრენდების შესახებ.

Amazon Autos აშშ-ში 2024 წლის დეკემბერში გამოჩნდა. სერვისი ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ ქალაქში მოქმედებს, მათ შორის ლოს-ანჯელესში, დალასსა და ნიუ-იორკში. პლატფორმაზე 35 ბრენდის ავტომობილი იყიდება.

წყარო: interfax