იტალიის საცალო ვაჭრობაში ღვინის გაყიდვები წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე მოცულობით 3%-ით, ხოლო ღირებულებით 0.4%-ით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ ეს წელი იტალიაში ღვინის გაყიდვების შემცირების ზედიზედ მეხუთე წელი იქნება - ამის შესახებ Wine News იტყობინება.
ანალიტიკური კომპანია Circana-ს მონაცემებით, იტალიის მსხვილ საცალო ვაჭრობის ობიექტებში (ჰიპერმარკეტები და სუპერმარკეტები, დისკონტერები და მცირე თვითმომსახურების მაღაზიები) ღვინის საშუალო ფასი ლიტრზე 3.72 ევროა, რაც 2.7%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ექსპერტები ამ სიტუაციას მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილებებს, მსყიდველობითი უნარის შემცირებას, ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ინტერესის ზრდას და მომხმარებელთა პრეფერენციების ცვლილებას მიაწერენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.