მსოფლიოში ყველაზე ძვირი ფრანგული ღვინის ექსპორტი ჯდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, 1 ლიტრი ფრანგული ღვინის საექსპორტო ფასი 9.11 ევრო იყო, რაც 2023 წელთან შედარებით 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის შემდეგ, ყველაზე დიდი საექსპორტო ფასი ამერიკულ ღვინოს აქვს. ამერიკიდან 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი 4.84 ევროს უტოლდება.

მესამე ადგილზეა ახალი ზელანდია, სადაც ღვინის საექსპორტო ფასი 4.2 ევროს უტოლდება. მეოთხეზე იტალიაა 3.9 დოლარით 1 ლიტრ ღვინოზე, მას კი მოსდევს გერმანია, სადაც ღვინის საექსპორტო ფასი 3.27 ევრო იყო.