ისლანდიის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ცნობილი შავი ქვიშის პლაჟი ძლიერი შტორმის დროს ოკეანემ წაიღო.
რეინისფიარას სანაპირო, სოფელ Vík í Mýrdal-ის მახლობლად, ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტს იზიდავდა: სანაპიროს ეს ნაწილი დაფარულია ვულკანური ქვიშითა და კენჭებით, რომლებიც წარმოიქმნება ცივ ატლანტის ოკეანესთან კონტაქტისას სწრაფად გაციებული ლავისგან. ვულკანურ ქანს ბაზალტი ეწოდება და სწორედ ის აძლევს ქვიშას მუქ ფერს.