აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მე და ჯარედს [კუშნერს] სანამ ირანთან მოლაპარაკებებზე მივიდოდით მითითებები მოგვცა - წითელი ხაზები, ნულოვანი გამდიდრება, მასალა უნდა დავიბრუნოთ, - განაცხადა აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ირანის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი მათ სამოქალაქო პროგრამას ეხება და მაინც ამდიდრებენ ურანს სამოქალაქო ბირთვული ენერგიისთვის საჭირო რაოდენობაზე გაცილებით მეტს.

"[ურანის გამდიდრების დონე] 60%-მდეა, მათ ალბათ ერთი კვირა აშორებთ სამრეწველო დონის ბომბის დასამზადებელი მასალის მიღებისგან და ეს ნამდვილად საშიშია, ამიტომ ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ეს არის ის, რასაც ისინი უნდა მიჰყვნენ მანამ, სანამ არ დაგვიმტკიცებენ, რომ შეუძლიათ სწორად მოიქცნენ", - თქვა  უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში.