მინიმალური ხელფასის დაწესების გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა განვითარებულ ქვეყნებს აქვთ, სადაც სამეწარმეო სექტორი ძლიერია და მათ შეუძლიათ სახელფასო პოლიტიკას გადახედონ თუკი მათ სახელმწიფო რაიმე ზღვირს დაწესებას უბრძანებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში საწყის ეტაპზე ყველა საწარმოს არ აქვს შესაძლებლობა თანამშრომლებს მაღალი ანაზღაურება დაუნიშნოს.

"წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენი მდგომარეობა - მიკრო მეწარმეები, მცირე მეწარმეები სოფლად მცხოვრები ადამიანების, რომლებსაც თან შინა მეურნეობა აქვთ, თან მებაღეობას მისდევენ და მათი თანასოფლელები დასაქმებულები არიან მცირე საწარმოში. თავიდან ყველას 1000 ლარი ხომ არ აქვს ხელფასი?! შესაძლოა ჯერ 500 ჰქონდეს, შემდეგ 1000 და შემდგომ შესაძლოა, 3000 გახდეს გამომდინარე ბიზნესის წარმატებიდან. რამდენ სამეწარმეო სტარტაპს და იდეას მოვკლავთ იმის გამო, რომ ის იძულებული გახდება 1050 ლარი დაუნიშნოს თანამშრომელს, თორემ ის ვერ დაიწყებს სამეწარმეო საქმიანობას. რამდენი ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი?! რამდენი მცირე მეწარმეა, რომელთაც უფრო ნაკლები აქვთ ხელფასი, რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი და ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი?!", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

bp.ge