ქართულმა კომპანია Black Sea Petroleum (BSP)-მა ამერიკულ ტექნოლოგიურ კონგლომერატთან, Honeywell International-თან საინჟინრო და ლიცენზირების შესახებ შეთანხმება გააფორმა,- ამის შესახებ BSP-მ განაცხადა.
კომპანია Black Sea Petroleum ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს, რომლის ნომინალური წარმადობა წელიწადში 4.5 მილიონ ტონამდეა.
ამ ეტაპზე პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია, რომლის სიმძლავრე წელიწადში 1.2 მილიონ ტონას შეადგენს. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე 3.3 მილიონ ტონას შეადგენს.
გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, Honeywell International BSP-ს ტექნოლოგიური პროცესების ლიცენზიებს, საბაზისო პროექტირებას, სპეციალიზებულ აღჭურვილობასა და კატალიზატორებს მიაწვდის.