აშშ, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს, სანამ ქვეყანა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღნიშნავს, იტყობინება Bloomberg, საკითხთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობები, გადაეწყვიტათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის საკითხი, ჩიხში შევიდა.
თუმცა ამის პარალელურად, მოკავშირეები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ჩქარობს და ამ საკითხის მოგვარება მანამდე სურს, სანამ ტრამპი 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს იზეიმებს.