„ჰამასი“ ირანს მეზობელ ქვეყნებზე დარტყმების შეყვეტისკენ მოუწოდებს.
„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ადასტურებს ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, რომ აგრესიას საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად უპასუხოს“.
„ამავდროულად, მოძრობა ირანელ ძმებს მოუწოდებს, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ“, - ნათქვამია განცხადებაში.