ვიდეოთამაშმა Grand Theft Auto VI-მ The Game Awards 2026-ზე რვა ნომინაცია მიიღო, მათ შორის წლის საუკეთესო თამაშის (Game of the Year) კატეგორიაში. ამ მაჩვენებლით ის დაჯილდოების წლევანდელ ნომინანტებს შორის ლიდერია.
Rockstar Games-ის მიერ შექმნილი თამაში ასევე წარდგენილია საუკეთესო თამაშის რეჟისურის, საუკეთესო სცენარის, საუკეთესო მხატვრული მიმართულების, საუკეთესო მუსიკისა და საუნდტრეკის, საუკეთესო აუდიოდიზაინის, საუკეთესო შესრულებისა და საუკეთესო სათავგადასავლო/ექშენ თამაშის კატეგორიებში.
The Game Awards-ის 2026 წლის ნომინანტები 17 ნოემბერს გამოცხადდა. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური, რომელშიც 160-ზე მეტი მედია გამოცემა და კონტენტშემქმნელთა პლატფორმაა გაერთიანებული, და მაყურებლები გამოავლენენ. საბოლოო შედეგში ჟიურის ხმების წილი 90%-ია, ხოლო საზოგადოების ხმების — 10%.
The Game Awards 2026-ის დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, ასევე დაგეგმილია ახალი ვიდეოთამაშების პრეზენტაციები და ექსკლუზიური ანონსები.