თუ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო გადაზიდვებზე თავდასხმები გაძლიერდება, ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 120 დოლარამდე გაიზარდოს, – ამის შესახებ Bloomberg TV-სთან ინტერვიუში Goldman Sachs-ის გლობალური სასაქონლო ბაზრების კვლევის თანახელმძღვანელმა დენ სტრავენმა განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე დღის მოვლენები მიუთითებს, რომ გადაზიდვების შეფერხებების გაფართოებისა და გამწვავების რისკი მნიშვნელოვანია“, - თქვა მან. სტრავენმა დასძინა, რომ Goldman Sachs-ს ასევე აქვს უფრო დაბალი სამიზნე ფასი 80 დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ რეგიონიდან ექსპორტი ნორმალიზდება.