გალტ & თაგარტის 31 აგვისტო – 4 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები პლუსში გავიდნენ როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 136.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.49% წინა კვირასთან შედარებით და +13.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 131.90 - 136.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 51.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.99% წინა კვირასთან შედარებით და +2.57% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 220 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 49.00 - 51.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 44.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.45% წინა კვირასთან შედარებით და -1.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 341 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.30 - 44.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

gbc.ge