ისრაელის მიერ ორშაბათს, 22 აპრილს განხორციელებული დარტყმების შედეგად, განადგურდა ბულდოზერები და ექსკავატორები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ნანგრევებისგან გასასუფთავებლად და დაბომბილ შენობებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად გამოიყენებოდა.

ადგილობრივი რეპორტიორის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ჯაბალია ალ-ნაზლჰის მუნიციპალიტეტში დამწვარი მძიმე ტექნიკაა აღბეჭდილი. ვიდეოზე გაკეთებული მინაწერის თანახმად, საჰაერო დარტყმები გამთენიისას განხორციელდა და 200 000-კაციანი მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი ტექნიკა გაანადგურა.

პალესტინის სამოქალაქო თავდაცვამ მომხდარი ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ღაზაში განადგურებელი მძიმე ტექნიკა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის დროს იყო მოწოდებული და მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მძიმე ტექნიკის ადგილმდებარეობის კოორდინატები ისრაელს მიაწოდეს და მასზე თავდასხმა ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა, რომელიც სამოქალაქო სამაშველო ტექნიკის განადგურებას კრძალავს.