Ford Motor Company ინდოეთში, ტამილ ნადუში მდებარე ძრავების საწარმოში დამატებით $370 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. მიზანი ადგილობრივი ქარხნის გადაიარაღებაა. ტექნიკური გადაიარაღება კომპანიას გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ძრავების წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
გადაიარაღების დასრულების შემდეგ ქარხანაში წლიურად 200,000 ძრავი აიწყობა, თუმცა, მათ ამერიკული ბაზრისთვის არ გამოიყენებენ. ძრავების ექსპორტისთვის დამზადდება.