ფინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა ბოლო ტელეფონური სადენოვანი ხაზების მომსახურება შეწყვიტა. 1 ივლისიდან ქვეყანაში აღარ დარჩა დიდი კომპანიები, რომლებიც ასეთ სერვისებს სთავაზობდნენ,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია Yle წერს.

თავისი განზრახვის შესახებ კომპანია Elisa-მ წლის დასაწყისში განაცხადა. 2019 წელს კიდევ ერთმა მსხვილმა ოპერატორმა Telia-მაც დახურა ფიქსირებული ქსელი, ხოლო 2026 წლის დასაწყისში DNA-ს აბონენტების სადენოვანი ტელეფონების მომსახურებაც შეწყდა. მომსახურების შეწყვეტამდე Elisa-ს მხოლოდ რამდენიმე ათასი სადენოვანი კავშირი ჰქონდა დარჩენილი. კომპანია ბოლო წლებში ახალ ხელშეკრულებებს აღარ აფორმებდა.

სადენოვანი სატელეფონო კავშირი ფინეთში XIX საუკუნის ბოლოდან არსებობდა. ბოლო ათწლეულებში მისი პოპულარობა შემცირდა, რის გამოც სისტემის შენარჩუნება ეკონომიკურად აღარ იყო გამართლებული.

ფინეთში ზოგიერთი ფიქსირებული ნომერი მაინც შენარჩუნდება, თუმცა ისინი ახლა მობილურ ტელეფონებზეა მიბმული და არა სადენოვან ხაზებზე.