ეს სიახლე კომპანიის გაფართოების ნაწილია ხუთ ახალ ბაზარზე.
2026 წლის 1 ივლისიდან, Coob Ads გახდა Official Google Ads sales representative საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უზბეკეთში.
ეს კომპანიის საერთაშორისო ზრდის გაგრძელებაა. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Coob Ads (Admixer Media) Google Ads sales representative-ის სტატუსით ოპერირებდა ყაზახეთში, სერბეთში, სლოვენიაში და ხორვატიაში, სადაც ედვერთაიზერებსა და სააგენტოებს ლოკალიზებულ მხარდაჭერას სთავაზობდა.
ახალ ბაზრებზე გაფართოება ასახავს როგორც Google Ads sales representative-ის პროგრამის უწყვეტ ზრდას, ასევე ედვერთაიზერების მზარდ მოთხოვნას ლოკალურ ექსპერტიზაზე, სტრატეგიულ კონსულტაციებზე, საგანმანათლებლო ინიციატივებსა და შედეგებზე ორიენტირებულ მხარდაჭერაზე განვითარებად ციფრულ ბაზრებზე.
საქართველო - განვითარებადი ციფრული ბაზარი ზრდის მაღალი პოტენციალით
საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი სტაბილურად განვითარებადი ციფრული ბაზარია. DataReportal-ის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 3 მილიონი ინტერნეტმომხმარებელი იყო, ხოლო ინტერნეტის გავრცელების მაჩვენებელი 80%-ს აღემატებოდა.
ციფრული ეკონომიკა ქვეყანაში ზრდას აგრძელებს, რასაც ონლაინ სერვისების გამოყენების ზრდა და ელ.კომერციის სტაბილური გაფართოება განაპირობებს.
„Google-მა Coob Ads საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და უზბეკეთში მიანიჭა official sales representative-ის სტატუსი, რათა ნებისმიერი ზომის კომპანიებს პირდაპირი ექსპერტიზა მიაწოდოს. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მნიშვნელოვან ზრდას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში. ლოკალიზებული მხარდაჭერის საშუალებით კომპანიები იღებენ მასშტაბურ წვდომას ციფრულ ინსტრუმენტებზე, სპეციალიზებულ ტრენინგებს ციფრული მარკეტინგისა და იქომერსის მიმართულებით, ასევე AI-ზე დაფუძნებულ წამყვან სარეკლამო გადაწყვეტებზე. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას იქონიებს და ამ დინამიურ ბაზრებზე გრძელვადიან ციფრულ ინოვაციას შეუწყობს ხელს,“ - Jake Norman, Director Central & Eastern Europe Agency, Google.
რას ნიშნავს ეს ბიზნესებისთვის
Coob Ads დაეხმარება საქართველოში მოქმედ ბიზნესებს Google Ads-ის კამპანიების ეფექტურობის გაუმჯობესებაში, ედვერთაიზერებისა და სააგენტოებისთვის უფასო პროფესიონალური მხარდაჭერის შეთავაზებით. ეს მოიცავს:
- სტრატეგიულ კონსულტაციას კამპანიების გაშვებასა და მასშტაბირებაზე;
- მხარდაჭერას Search, YouTube და Display არხებში;
- Google-ის AI-ზე დაფუძნებული კამპანიების დანერგვას (Performance Max, AI Max for Search, Smart Bidding);
- საგანმანათლებლო ვებინარებს, ვორქშოფებსა და ინდივიდუალურ შეხვედრებს.
მიზანი მარტივია: დაეხმაროს კომპანიებს მომხმარებლის მოზიდვის ხარჯების შემცირებაში, რეკლამიდან მიღებული უკუგების (ROAS) გაუმჯობესებაში და Google-ის სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენებით უფრო ეფექტურ ზრდაში.
„Coob Ads-ში გვჯერა, რომ რეკლამა მხოლოდ ხარჯვის მექანიზმი კი არა, ზრდის ძლიერი ძრავა უნდა იყოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით სააგენტოსა და ედვერთაიზერს დავეხმარეთ სტანდარტული კამპანიებიდან AI-ზე დაფუძნებულ სტრატეგიებზე გადასვლაში, რომლებიც რეალურ ეფექტიანობასა და ბაზრის გაფართოებას უზრუნველყოფს. ამ მაღალი დონის საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას პარტნიორებს სრულიად უფასოდ ვთავაზობთ, რათა მათ ინვესტიციიდან მაქსიმალური შედეგი მიიღონ. მოხარულები ვართ, რომ ახლა ამ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას ახალ ბაზრებზეც დავამკვიდრებთ და ადგილობრივ ბიზნესებს Google Ads-ის დახმარებით ზრდაში დავეხმარებით,“ - Mojca Rozac, Global Program Director, Coob Ads.
კომპანიის შესახებ
Coob Ads არის CoobX ჯგუფის ნაწილი, რომელიც ადრე Admixer Advertising-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა. 2016 წლიდან კომპანია წარმოადგენს Google Marketing Platform-ის ოფიციალურ სეილსპარტნიორს და სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე სააგენტოებსა და ედვერთაიზერებს სთავაზობს წვდომას წამყვან ციფრულ ინსტრუმენტებზე და ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა Display & Video 360, Campaign Manager 360 და Search Ads 360.
წლების განმავლობაში კომპანიამ საქმიანობა 10-ზე მეტ ქვეყანაში გააფართოვა, შექმნა ადგილობრივი გუნდები და მრავალფეროვან ციფრულ ბაზრებზე პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა.
2026 წელს კომპანიამ CoobX-ის სახელით განაგრძო ოპერირება, რაც ასახავს მის გაფართოებულ პოზიციონირებას, როგორც ინტეგრირებული ეკოსისტემისა მედიის, მარკეტინგის, მონაცემებისა და ტექნოლოგიების მიმართულებებით.
როგორ დავიწყოთ
საქართველოში მოქმედ სააგენტოებსა და ედვერთაიზერებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Coob Ads-ს უფასო კონსულტაციის მისაღებად და მხარდაჭერისთვის Google Ads კამპანიების დაგეგმვის, გაშვებისა და ოპტიმიზაციის პროცესში.
საკონტაქტო ინფორმაცია პრესისთვის
Google – press@google.com
CoobX – press@coobx.net