„გალთ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, 2026 წლის მაისში თბილისში 3 748 უძრავი ქონების ტრანზაქცია დაფიქსირდა, ბაზრის აქტივობის ზრდაზე მიუთითებს.
კვლევის მიხედვით, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო პირველად ბაზარზე — 9.7%-ით. მთლიანობაში მაისში ბინების გაყიდვები მცირედით, 2.5%-ით გაიზარდა, თუმცა შემცირდა საშუალო ფართობი, რაც მცირე ზომის ბინებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
იანვარ-მაისის პერიოდში თბილისში ჯამურად 18 296 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, ხოლო გაყიდვების საერთო ღირებულებამ 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია — წლიურად 21.9%-იანი ზრდით.
ფასების დინამიკა ბაზრის სეგმენტებში განსხვავებულია: პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის ღირებულება თვიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1 412 დოლარს მიაღწია, ხოლო მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა და 1 366 დოლარი შეადგინა.