უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უფაში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 1 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა პენზის ოლქში მდებარე რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტი და ამ სამიზნემდე მანძილი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრია.

„ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ყველაფერზე, რასაც რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ აკეთებს. საჭიროა მშვიდობაა და სწორედ ეს უნდა გააცნობიეროს რუსეთის ხელმძღვანელობამ. რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს. რუსეთის ხელმძღვანელობას ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.