ფინეთის ქალაქების, კუოპიოსა და სიილინიარვის სპა - სასტუმროების რესტორნებში რობოტი ოფიციანტების ტესტირება დაიწყეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მოწყობილობები, რომლებიც თაროებიან მოძრავ მაგიდებს წააგავს, სტუმრებს შეკვეთებს აწვდიან, თავაზიანად მადლობას უხდიან და სასიამოვნო მადას უსურვებენ.
რობოტს შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული მარშრუტით ერთდროულად რამდენიმე კერძის გადატანა. თუმცა, მას ჯერ არ შეუძლია ახალი შეკვეთების მიღება ან მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემა.