სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) იმ ბარიერებს ასახელებს, რომლის წინაშეც ქართველი გადამზიდველი მძღოლები სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში აღმოჩნდებიან. კვლევითი ცენტრის განცხადებით, ევროკავშირის ვიზის მისაღებად მძღოლებს ექვსი დამატებითი ბარიერის გადალახვა მოუწევთ:

ბარიერი პირველი სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი რგოლი, რომელსაც სათანადო ფინანსური მომსახურების საფუძველზე დაევალება უცხოეთის საელჩოებში მძღოლების დოკუმენტაციის წარდგენა.

ბარიერი მეორე ქართველ მძღოლ – გადამზიდველს დამატებით მოუწევს საელჩოში ბეჭდით დამოწმებული, ევროპელ ტვირთმფლობელთან გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა.  

ბარიერი მესამე  ქართველ მძღოლ – გადამზიდველს წარმოექმნება ვალდებულება გადაზიდვების მესამედი განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.

ბარიერი მეოთხე ყველა სახელმწიფოს საელჩო თხოულობს განსხვავებულ დოკუმენტების პაკეტს, ქართველ მძღოლ – გადამზიდველს შესაძლოა ნებისმიერ დროს უარი განუცხადონ ვიზის გაცემაზე და მოსთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.

ბარიერი მეხუთე რიგ ქვეყნების საელჩოებში ვიზის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართველი მძღოლი – გადამზიდველი ვალდებული იქნება საელჩოში წარადგინოს გადაზიდვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის ტახოგრაფის მონაცემების ჩათვლით.

ბარიერი მეექვსე ქართველი მძღოლი – გადამზიდველის ვიზის ხანგრძლივობა იქნება, არა უვადო არამედ  შეზღუდული ექვსი თვიდან ერთი წლის პერიოდით.

წყარო: transcor.ge