იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor Corp.-მა 2025 წლის პირველ ნახევარში ავტომობილების მიწოდება წინა წელთან შედარებით 5.5%-ით, 5.159 მილიონ ავტომობილამდე გაზარდა.

კომპანიის ცნობით, ზრდა ორი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი ამ პერიოდისთვის რეკორდული გახდა.

Toyota-ს გლობალური გაყიდვები, მათ შორის მისი შვილობილი კომპანიების, Daihatsu Motor-ისა და Hino Motors-ის, იანვარ-ივნისში წინა წელთან შედარებით 7.4%-ით გაიზარდა და 5.544 მილიონ ავტომობილს მიაღწია.

იაპონიაში გაყიდვები 27.4%-ით გაიზარდა და 1.049 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, ხოლო საზღვარგარეთ გაყიდვები 3.6%-ით გაიზარდა და 4.495 მილიონი ავტომობილი გაიყიდა.

ვრცლად interfax – ზე