აშშ-ის ფედერალური რეზერვის ყოფილი თავმჯდომარე, ეკონომისტი, ალან გრინსპენი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადებით გამოწვეული გართულებები გახდა.
ალან გრინსპენი აშშ-ის ფედერალურ რეზერვს 18 წლის განმავლობაში, ხუთი ვადით ხელმძღვანელობდა, რაც უწყების ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია.
FED-ის თავმჯდომარედ ის 1987 წელს რონალდ რეიგანმა დანიშნა.