ონლაინ გზამკვლევმა European Bar Guide–მა გამოაქვეყნა საუკეთესო ევროპული ბარების ახალი რეიტინგი: სიაში წარმოდგენილია ისეთი ადგილები, რომლებიც გამოირჩევა უნიკალური ატმოსფეროთი, სასმელების მდიდარი არჩევანით და ნათლად ასახავს ადგილობრივ ხასიათსა და კულტურას. რეიტინგი100 დაწესებულებას მოიცავს.
პირველ ადგილზე გავიდა ბარი Szimpla Kert ბუდაპეშტში. ბუდაპეშტის პირველი რუინ-ბარი 2002 წელს მიტოვებულ შენობაში გაიხსნა. დღეს ეს ოთახების ლაბირინთია გრაფიტებით, ჭრელი ავეჯით, გირლიანდებითა და უამრავი უჩვეულო ნივთით. კვირაობით ასევე იმართება ადგილობრივი ხელოსნების ბაზარი და სივრცე რეგულარულად ხდება მუსიკალური და სხვა კულტურული ღონისძიებების ადგილი.
მეორე ადგილი ბრიუგეში Retsins Lucifernum-ს ერგო.