რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) ბუნებრივი აირის მარაგების შევსების ტემპის ჩამორჩენა ზამთრის პერიოდში მომხმარებლებისთვის საიმედო მიწოდების რისკებს ამცირებს.
კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ევროპულ საცავებში გაზის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით, ანუ 12 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. „გაზპრომის“ შეფასებით, განსაკუთრებით დაბალია საცავების შევსების დონე გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში.
ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ ევროპის მიმართულებით „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ექსპორტი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა.