ნორმანდიის სანაპიროსთან ევროპაში ყველაზე მძლავრი მოქცევითი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ოთხი წყალქვეშა ტურბინა რაზ ბლანშარის სრუტეს დინების გამოყენებით სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. სადგური 2028 წლისთვის ამოქმედდება და ელექტროენერგიით 15 ათას ოჯახს მოამარაგებს. თითოეული ტურბინა, რომელიც რვასართულიანი შენობის სიმაღლის იქნება, 3 მეგავატამდე ენერგიის გენერირებას შეძლებს. ერთად ისინი წელიწადში 34 გვტ.სთ-ს გამოიმუშავებენ, რაც 58 ათას ტონა მავნე გამონაბოლქვს „დაზოგავს“.