ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. უსაფრთხოება საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების გასაღებია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა კონტინგენტებზე, რომლებიც შექმნიან ევროპის მომავალი შეიარაღებული ძალების საფუძველს - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და და ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავდაცვის სფეროს ერთობლივი გაძლიერებისთვის მუშაობისკენ.
"ევროპას სჭირდება საკუთარი არსენალი და ყველაზე მოწინავე იარაღის წარმოების უნარი. საბრძოლო მასალის წარმოებას არ უნდა დასჭირდეს 3-დან 5 წლამდე, როცა საქმე ეხება თქვენს თავდაცვას და უსაფრთხოებას. გთხოვთ, ეს გააკეთოთ რაც შეიძლება მალე.
გარდა ამისა, გთხოვთ, არ დაივიწყოთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება როგორც უკრაინაში, ასევე მომავალში თქვენს ქვეყნებში. ჩვენ ყველას გვჭირდება დაცვა. მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს, ვინც გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში.
და ასევე ძალიან ცუდი სიგნალია რუსების აზრის გათვალისწინება კონტინგენტთან დაკავშირებით. კონტინგენტი უკრაინის მიწაზე უნდა განლაგდეს. ეს არის უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტია. თუ პუტინს სურს რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე უცხოური კონტინგენტის შეყვანა, ეს მისი საქმეა. მაგრამ მისი საქმე არ არის უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებაზე რაიმეს გადაწყვეტა." - მიმართა ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს.