ოთხშაბათს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მიზნად ისახავს იმ მიგრანტების გაძევების დაჩქარებას, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის კანონიერი უფლება, ცენტრისტული და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის წყალობით.

ეგრეთ წოდებული „დაბრუნების რეგლამენტი“ ათწლეულების განმავლობაში ბლოკის მიგრაციულ პოლიტიკაში ყველაზე მკვეთრი ცვლილება იყო. ის საკამათოდ ითვლება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან დადებული შეთანხმებების საფუძველზე, კავშირის გარეთ შექმნან დეპორტაციის ცენტრები, რომლებიც ცნობილია როგორც დაბრუნების ცენტრები. 

ასეთი ცენტრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სატრანზიტო პუნქტები, სადაც ადამიანები ელოდებიან წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანას, ან როგორც მიგრანტების გრძელვადიანი საცხოვრებელი, მათ შორის განუსაზღვრელი ვადით და შემდგომი დეპორტაციის გარანტიის გარეშე. ამ ღონისძიებიდან მხოლოდ თანმხლები პირის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან, ხოლო ბავშვიანი ოჯახების ამ ცენტრებში გადამისამართებას შეძლებენ.

კანონი 418 ხმით 218-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, ხოლო 30-მა თავი შეიკავა. 

ვრცლად euronews – ზე