სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ საბჭო თავის ფუნქციას, ფაქტობრივად, არ ასრულებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო კომპანიის სხვადასხვა მაჩვენებლის შესახებ, რატომაც საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

მისივე თქმით, რკინიგზის აქტივების არაეფექტური მართვა სწორედ სამეთვალყურეო საბჭოს სტრატეგიული ხედვის არარსებობას უკავშირდება.

ვრცლად: bm.ge