თუ რუსული გაზის ფასი გაიზრდება, სომხეთმა შესაძლოა გაზის შესყიდვა აზერბაიჯანისგან, თურქმენეთისგან და ირანისგან დაიწყოს. როგორც Report-ი სომხურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ სომხეთის საჯარო სერვისების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ მესროპ მესროპიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რეგიონში (რუსული გაზის ) ალტერნატივები არსებობს - აზერბაიჯანი, თურქმენეთი ან ირანი. ჩვენ, ბუნებრივია, ვიყიდით ყველა შესაძლო ქვეყნიდან, რომელიც გაზს ყიდის და რომლის ინფრასტრუქტურაც საშუალებას გვაძლევს, მათგან ვიყიდოთ გაზი“, - თქვა მან.
მესროპიანის თქმით, მაშინაც კი, თუ სომხეთისთვის რუსული გაზის ფასი გაიზრდება, გაზის ამჟამინდელი ტარიფები 2027 წლის დასაწყისამდე ძალაში დარჩება.