აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის.

„ევროპა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა ევროპად დარჩეს. ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპა ასე მკვეთრად შეიცვალოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე. მისი თქმით, სურს, რომ ადამიანების მკვლელობები შეწყდეს.

„ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი მისცა. იცით, მე რა მივეცი მათ? არაფერი. კეთილი, თავიდან მე მათ „ჯაველინები“ მივეცი, რომლითაც რუსების ტანკები გაანადგურეს, ხოლო ობამამ მათ ნაგავი გადასცა… როგორც იცით, ჩვენ ახლა ვყიდით აღჭურვილობას ნატო-ზე და ნატო ამას აძლევს უკრაინას. მათ შეუძლიათ, ეს სხვებსაც მისცენ, მაგრამ უმეტეს ნაწილს აძლევენ უკრაინას. ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს. ეს ომი არასდროს მოხდებოდა, არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს მოხდებოდა“, – თქვა ტრამპმა.

1tv.ge