დეველოპერული კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე შუა აღმოსავლეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და თბილისში დაბრუნების ალტერნატიულ უფასო შესაძლებლობას სთავაზობს.
მისი განცხადებით, დღეს, 3 მარტს, 16:00 საათზე, ომანის დედაქალაქ მუსკატიდან თბილისის მიმართულებით კერძო რეისი გაფრინდება. 120-ადგილიანი ხომალდი ბიზნესმენმა და მისმა მეგობრებმა საკუთარი სახსრებით დაიქირავეს.
„შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:
მოგესალმებით მეგობრებო,დღეს, 3 მარტს 16.00-ზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120 კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში.
დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14.00- მდე აეროპორტში მოსვლას გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს - ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე +995 577 38 50 65) და უსასყიდლოთ წაგიყვანთ თბილისში.
მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით. ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ - როგორც ავღნიშნე რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით. ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 23.00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში.
ყველას მშვიდობას გისურვებთ!“ - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი