ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა, - ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს.

„გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, რომლებშიც იმყოფებიან.

ipn.ge