ევროსტატის ცნობით, ევროკავშირში კომერციული რეისების რაოდენობამ ამ ზაფხულს 2 მილიონს გადააჭარბა. ივნისში ეს მაჩვენებელი 662,48 ათასი იყო (გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 2,1%-იანი ზრდა), ივლისში - 709,93 ათასი (+2,8%), აგვისტოში - 708,98 ათასი (+2,3%).

ამგვარად, ზაფხულის სეზონზე 2.081 მილიონი რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.4%-ით მეტია.

აგვისტოში რეისების რაოდენობა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 19-ში გაიზარდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სლოვაკეთში (+37% წლიურ ნიშნულთან შედარებით) და მალტაში (+12.4%), ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ავსტრიაში (-4.7%), კვიპროსში (-3%) და გერმანიაში (-2.4%).

კომერციული საჰაერო მოგზაურობის განმარტება მოიცავს სამგზავრო, სატვირთო და საფოსტო რეისებს.

წყარო: interfax