ევროსტატის ცნობით, ევროკავშირში 2025 წელს სრული განაკვეთით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი წელიწადში 41,5 ათასი ევრო იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (39,8 ათასი ევრო) 4,3%-ით მეტია.

ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა ლუქსემბურგში (85.6 ათასი ევრო), დანიაში (73.5 ათასი ევრო) და ირლანდიაში (64.4 ათასი ევრო).

ყველაზე დაბალი შემოსავლები ბულგარეთის (16.2 ათასი ევრო), საბერძნეთის (18.8 ათასი ევრო) და უნგრეთის (20.1 ათასი ევრო) მცხოვრებლებს აქვთ.

წყარო: interfax