2026 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.9%-ით გაიზარდა და 1,648 ერთეული შეადგინა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზომა 18.9%-ით გაიზარდა და 116 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში განხორციელებულ ტრანზაქციებში უცხოელი მყიდველების წილმა 46.3% შეადგინა.

რაც შეეხება ღირებულებას, 2026 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9.2%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1,444 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ფასების დინამიკა განსხვავებული იყო პირველად და მეორეულ ბაზრებზე:

- მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი 13.5%-ით გაიზარდა;

- პირველად ბაზარზე კი მაჩვენებელმა 2%-ით იკლო.

Colliers Georgia-ს განმარტებით, პირველად ბაზარზე ფასის კლება 2025 წლის ოქტომბრის მაღალი საბაზო ეფექტით აიხსნება, როდესაც ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტის გამოკლებით, პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი 5.3%-ით არის გაზრდილი