ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მოწვევა. ამის შესახებ იტყობინება Financial Times-ი.
გამოცემის ცნობით, ევროპაში ბევრი შიშობს, რომ მშვიდობის საბჭო გაეროს, როგორც გლობალური კონფლიქტების მოგვარების ფორუმს, გვერდზე გადადებს.
როგორც FT-ის წყაროებმა განმარტეს, რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის, ამ სტრუქტურაში მოწვევამ ევროკავშირში დამატებითი შეშფოთება გამოიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტმა მშვიდობის საბჭოს შექმნის შესახებ 16 იანვარს გამოაცხადა. აღმასრულებელ კომიტეტში შედიოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.
ცნობისთვის, ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს ოფიციალური მოწვევები გაუგზავნა ღაზას საკითხზე მშვიდობის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. სულ ასეთი მოწვევები 49 ქვეყნის, ასევე ევროკომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს.