2025 წელს საქართველოში ხელფასების სახით სულ 32.8 მილიარდი ლარი გაიცა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
ხელფასი მთლიანობაში 1 258 006-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა შორისაც შედიან როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
2024 წელთან შედარებით, ხელფასების მოცულობა 2025 წელს 3.7 მილიარდი ლარით, 13%-ით გაიზარდა. ხელფასის მიმღებთა რიცხვი კი მხოლოდ 4398-ით, 0.4%-ით არის გაზრდილი.