2026 წელს ნავთობის გლობალური მიწოდება დღეში 108.7 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც 2.5 მილიონი ბარელით მეტია 2025 წელთან შედარებით, – ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიშში.
ერთი თვით ადრე, ორგანიზაციის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ ზრდას თითქმის 2.4 მილიონი ბარელით დღეში, 108.6 მილიონ ბარელამდე. ამგვარად, პროგნოზი დღეში 100 ათასი ბარელით გაიზარდა, – აღნიშნულია ანგარიშში.
სააგენტოს ანალიტიკოსებმა 2025 წელს გლობალური ნავთობის მარაგების შეფასება 106.2 მილიონ ბარელზე დღეში შეინარჩუნეს. ამრიგად, გლობალური მიწოდება გასულ წელს დღეში 3.2 მილიონი ბარელით გაიზარდა.