ევროკავშირი რუსი ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობას გააგრძელებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ირლანდიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები უკვე დააწესა, მაგრამ ჩვენ ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობას მომდევნო კვირების განმავლობაში გავაგრძელებთ“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

მისი თქმით, აღფრთოვანებულია ევროპული მხარდაჭერით მას შემდეგ, რაც ბერლინმა ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

„რუსეთზე ზეწოლა ძლიერდება, უკრაინის მხარდაჭერა კი მაღალ დონეზე რჩება. ეს ის ერთიანობაა, რომელსაც ახლა ვაჩვენებთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ipn.ge