ევროპა მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის დასახმარებლად მზად არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მხარდასაჭერად, „კოპერნიკის“ სატელიტური პროგრამა აამოქმედოს.

„ჩემი ფიქრები ოჯახებთანაა, რომელთაც ამ დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას, სულ მცირე, 38 ადამიანი ემსხვერპლა.

www.interpressnews.ge