2026/27 წლების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის საბოლოო შედეგები ცნობილია – საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2026 წლის 6 დეკემბერს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გაიმართება. გუნდების განთესვა 2026/2027 წლების უეფა-ს ერთა ლიგის საბოლოო რეიტინგის მიხედვით მოხდა.

შესარჩევ რაუნდში მონაწილე 54 გუნდი ხუთ კალათაში გადანაწილდება, პირველი ოთხ კალათაში 12-გუნდი იქნება, ხოლო მეხუთეში – ექვსი. შესარჩევი ტურნირი 2027 წლის მარტში დაიწყება.

პირველი კალათა

ინგლისი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი, იტალია, ნორვეგია, ხორვატია;

მეორე კალათა

უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ირლანდია;

მესამე კალათა

შოტლანდია, უკრაინა, კოსოვო, პოლონეთი, რუმინეთი, ისრაელი, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, სლოვაკეთი;

მეოთხე კალათა

ესტონეთი, ბელარუსი, ფარერის კუნძულები, კვიპროსი, ფინეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლატვია სან-მარინო;

მეხუთე კალათა

მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი.

ასევე გაირკვა ერთა ლიგის B/C დივიზიონის პლეიოფის მონაწილეები. რადგან საქართველოს ნაკრებმა B2 ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, დივიზიონში დასარჩენად C ლიგის ერთ-ერთ მეორეადგილოსანს შეხვდება. წილისყრისას B დივიზიონის გუნდები განთესილი იქნებიან და პლეიოფის საპასუხო მატჩს შინ ჩაატარებენ.

B დივიზიონი (განთესილები): ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, ისრაელი, რუმინეთი;

C დივიზიონი (განუთესავები): ბელარუსი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები, ესტონეთი.

პირველი არხი