მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ტრაფიკი 5%-ით გაიზარდა და, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ზაფხულის თვეებშიც გაგრძელდება, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობის ზრდა კონტინენტზე ასიმეტრიულად გადანაწილდება. ევროპის ნაწილში საჰაერო მოძრაობის კონტროლის შესაძლებლობების ნაკლებობასთან ერთად, ეს წლევანდელ ზაფხულს გამოწვევებსა და სირთულეებს შეუქმნის.

ამ რთული სიტუაციის შედეგების შესამსუბუქებლად, EUROCONTROL-ის ქსელის მენეჯერმა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეათანხმა დეტალური გეგმა, რომელიც ხუთ ძირითად ელემენტს ეფუძნება:

თანმიმდევრული სიმძლავრის უზრუნველყოფა

არასასურველი ამინდის პირობების ზემოქმედების მინიმიზაცია

რეალისტური ფრენის გეგმების შედგენა და მათი დაცვა

პირველი როტაციის პრიორიტეტი.
ფრენების განრიგის რეალისტური შესაბამისობის უზრუნველყოფა.

თუ გეგმა ყველა ოპერაციული პარტნიორის მიერ განხორციელდება, პოტენციურ შეფერხებებს საშუალოდ 2.44 წუთიდან 2.02 წუთამდე შეამცირებს, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ეფექტურობის გეგმის მიზანს, რომელიც 0.9 წუთია თითო ფრენაზე.

თითო ფრენაზე 2.02 წუთიანი დაგვიანება მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 70 000 წუთიანდაგვიანებას უდრის და მოსალოდნელია, რომ თითო დაგვიანებულ ფრენაზე 15-20 წუთიანდაგვიანებას გამოიწვევს.
დამატებითი შეფერხებები, როგორიცაა მკაცრი ამინდის პირობები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის შეყოვნების მაჩვენებლებს. ერთ დღეს, რომელსაც 200 000 წუთზე მეტი დაგვიანება აქვს, შესაძლოა საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის დაახლოებით 20 მილიონი ევროს ფინანსური ზარალი განაპირობოს და თითოეული დაგვიანებული რეისის 30 წუთი ან მეტი დაგვიანება გამოიწვიოს.

წყარო: ავიანიუსი