ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors 2027 წლის გაზაფხულზე შიდა წვის ძრავით (ICE) აღჭურვილი Cadillac-ის ახალი თაობის წარმოებას დაიწყებს, – CNBC-ის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მერი ბარამ, კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია 2027 წლის გაზაფხულიდან 2028 წლამდე ბაზარზე თანდათანობით წარადგენს ბენზინზე მომუშავე Cadillac-ის მოდელების ახალ თაობას. ხაზში შევა CT5 სედანის, XT5 კროსოვერის და XT6 ჯიპის ახალი ვერსიები, რომელთა წარმოება ადრე შეჩერებული იყო.

ამავდროულად, ახალი მოდელები არ ჩაანაცვლებს ბრენდის ელექტრომობილებს, არამედ შეავსებს Cadillac-ის ელექტრო კროსოვერების ამჟამინდელ ხაზს და ელექტრო Escalade IQ-ს. როგორც CNBC აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება General Motors-ის მიერ ელექტრომობილების სტრატეგიის გადახედვის მორიგი ნაბიჯი გახდა.

კომპანია ადრე ათწლეულის ბოლოსთვის ექსკლუზიურად ელექტრომობილების გაყიდვას გეგმავდა. თუმცა, ელექტრომობილებზე მოთხოვნის მოსალოდნელზე დაბალი ზრდისა და აშშ-ში მარეგულირებელი პოლიტიკის ცვლილების გამო, GM-მა უკვე შეამცირა რამდენიმე ელექტრომობილის პროექტი, გაზარდა ბენზინის ძრავების, განსაკუთრებით V8 ძრავების, წარმოება და გადახედა სხვა ბრენდების გეგმებს.

ვრცლად liga.net – ზე