ესპანეთში ექსტრემალური სიცხე დაბრუნდა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მესამე სიცხის ტალღაა. რამდენიმე რეგიონში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. სამეფოს უმეტეს ნაწილში ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსზე მეტად გათბა.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (AEMET) საზოგადოებისთვის სპეციალური გაფრთხილება გამოუშვა. ათ რეგიონში ამინდის საფრთხის გაზრდილი დონე გამოცხადდა.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან მოსახლეობის დაუცველი ჯგუფები, როგორიცაა ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. მეტეოროლოგები ასევე აფრთხილებენ აქტიური სპორტით ღია ცის ქვეშ დაკავების საფრთხეების შესახებ.

ვრცლად euronews – ზე