აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრანის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მასპინძლობს.
ორი ქვეყნის ლიდერმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოსის სასახლეში შესვლამდე მედიასთან ისაუბრა.
ტრამპი აცხადებს, რომ მისი აზრით, პუტინი „სერიოზულად უყურებს მშვიდობას“.
„მე მჯერა, რომ შეთანხმების საფუძველი არსებობს“, - აცხადებს ტრამპი.
მისივე თქმით, ომში „ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ფიქრობს, რომ ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების დადება.
„მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი“- აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ უკრაინისთვის „ძლიერი“ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება და „ევროპული ერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი“.
„ვფიქრობ, რომ ევროპული ერები მართლაც შესანიშნავად მოქმედებენ და ისინი ეთანხმებიან ამ შეხვედრას და შეთანხმების მიღწევას. ისინი ყველა შესანიშნავი ხალხია“, - აცხადებს ტრამპი.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები „რაც შეიძლება სწრაფად“ მოიტანს მშვიდობას.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მასპინძლობისთვის .
ზელენსკის ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ ტერიტორიული დათმობები იქნება, რაზეც ელენსკიმ არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საკითხი დღეს განიხილება.
ვიდრე ორი ქვეყნის ლიდერი შენობაში შევიდოდა, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ომის „სწრაფი“ დასრულება შესაძლებელია.
„ის დასრულდება, ან დიდხანს გაგრძელდება და მილიონობით ადამიანი დაიღუპება... და არავის სურს ეს“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იისც აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი მშვიდობასთან დაკავშირებით სერიოზულად არის განწყობილი.
„ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ვფიქრობ, ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების დადება. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია ამაზე უფრო მნიშვნელოვანი. რვა ომი დავასრულე, ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ გვექნება შესანიშნავი შეხვედრა დღეს. ამ პიროვნებამ ძალიან ბევრი იმუშავა და ის ძალიან მამაცია, უკრაინელი ხალხი ძალიან მამაცია, რაც მათ გამოიარეს, არცერთ ერს არ გამოუვლია. ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება. ასევე შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბარს გავმართავ პრეზიდენტ პუტინთან და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის იქნება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები და ევროპელები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ომის სწრაფად დასრულება შესაძლებელია და განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან.
„ის ან დასრულდება, ან დიდხანს გაგრძელდება და მილიონობით ადამიანი დაიღუპება. და არავის სურს ეს. მჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების დასაწყებად მარ-ა-ლაგოში უკვე შევიდნენ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი წელს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში უკვე მესამედ მასპინძლობს.