ფლორიდაში აშშ-ისა და უკრანის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას ორივე ქვეყნის გუნდები ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკიმ უთხრა ტრამპს, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია მარ-ა-ლაგოში, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ოთახი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, „ძალიან ხელსაყრელია შეთანხმებებისთვის".

შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, გენერალი დენ კეინი, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე და აშშ-ის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი.

რეპორტიორებს შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ.

www.interpressnews.ge