გამყვანი ტურიზმი აზიურ ტურებს ტესტავს. ტურისტული კომპანია Milky Way Travel -ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბაზარზე არის ტენდენცია, რომ აზიურ მიმართულებებზე მოთხოვნა მატულობს.
„ის ბიზნესები, რომლებიც ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერდეს, რაღაცა კუთხით გადავედით აზიურ მიმართულებებზე, იმიტომ, რომ აზია, თუ ევროკავშირთან მიმოსვლა შეგვიფერხდება, იქნება კარგი გამოსავალი სამოგზაუროდ. იმიტომ, რომ აზიური ქვეყნები ვიზას მაინც ფორმალურად გასცემენ, რაღაც განსაკუთრებული ოპერაციების გაკეთება არ გვიწევს და ისედაც, ტენდენციურად არის ტენდენცია, რომ აზიურ მიმართულებებზე მოთხოვნა მატულობს. ამის მიზეზი რაღაც წილად ისიც არის, რომ უკვე ათწლეულია ვმოგზაურობთ, საზოგადოების ნაწილმა ევროპა მეტ-ნაკლებად, ასე ვთქვათ ნახა და რაღაც ახალს, განსაკუთრებულს და განსხვავებულ გამოცდილებას ეძებს. მეორეს მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში მაგასაც ვუყურებთ, რომ თუ ვიზის საკითხი პრობლემა გახდა, აზიის მიმართულებით გადავალთ, მეზობელ ქვეყნებშიც მათ შორის, სადაც ახლა შედარებით ნაკლებად ვისურვებდით, რომ ვიყოთ“, - ამბობს „საქმის კურსთან“ სოფო დარბაიძე
მისი თქმით, წლევანდელი წელი რთული იყო ყოველმხრივ, მათ შორის, ამ სირთულის მთავარი მიზეზი იყო არასტაბილურობა, როგორც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით, ასევე ევროს მიმართ ლარის გაცვლით კურსთან.