სპილენძის ფასები 2025 წელს რეკორდულ მაქსიმუმამდე გაიზარდა გლობალურ ბაზარზე დეფიციტის შიშის გამო და ექსპერტები 2026 წელს ზრდის გაგრძელებას ელოდებიან.

ორშაბათს, ლონდონის ლითონის ბირჟაზე (LME) სამთვიანი სპილენძის ფიუჩერსები 1.4%-ით გაიზარდა და ტონაზე 11,670 აშშ დოლარი შეადგინა.

პარასკევს ლითონის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე, 11,952 დოლარამდე გაიზარდა ტონაზე, თუმცა ვაჭრობის დასრულებისთვის შემცირდა. წლის დასაწყისიდან სპილენძის ფასი 36%-ით გაიზარდა.

Citi-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სპილენძზე მოთხოვნა მაღალი დარჩება.

ვრცლად interfax – ზე